მისი თქმით, სახელწმიფომ გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ბიზნესის განვითარებაში და მისცეს განვითარების გარანტიები. 

 

“რამდენიმე დააშანტაჟეს, რამდენიმეს დაატოვებინეს ბიზნესი. ეს პროცესები დღეს დარეგულირებულია. ვერც ერთი ჩინოვნიკი ვერ გაბედავს ხელების ფათურს ბიზნესში. მე ვიქნები ამის გარანტი,”- განაცხადა მან. 

 

ივანიშვილის გაცხადებით, გადასახადების სიმცირით საქართველო მსოფლიოში მე-4 ადგილზეა, რასაც წინა ხელისუფლების დამსახურებად მიიჩნევს, თუმცა ამბობს, რომ ყველამ კარგად იცის, როგორც ექცეოდა წინა ხელისუფლება ბიზნესს.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 19 თებერვალს პრემიერ-მინისტრი საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებს ხვდება. 

 

შეხვედრას, ბიზნესმენების გარდა, ესწრებიან: საქართველოს ფინანსთა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი.

 

შეხვედრა ბიზნესმენებთან 5 ოქტომბერი 2012 წელი
შეხვედრა ბიზნესმენებთან 5 ოქტომბერი 2012 წელი

 

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოღვაწე ბიზნესმენებს პირველად არჩევნების დასრულებიდან 4 დღეში შეხვდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *