ეკონომიკა

ზურაბ აბაშიძე: ქართული პროდუქციის წილი რუსეთის ბაზარზე მოკრძალებული იქნება

15 თებერვალი, 2013 •
ზურაბ აბაშიძე: ქართული პროდუქციის წილი რუსეთის ბაზარზე მოკრძალებული იქნება

მისი თქმით, 2012 წლის 14 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე რუსულ–ქართულმა მხარეებმა სატრანსპორტო, ჰუმანიტარულ და ვაჭრობის საკითხებზე ისაუბრეს. 

 

ზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე

“ორი თვე გავიდა ამ შეხვედრიდან, გავაანალიზეთ რა სირთულეებია ამ სფეროებში და რისი გაკეთება შეგვიძლია. ვაჭრობის კუთხით არის შედეგები. გაჩნდა რეალური პერსპექტივა, რომ ქართული პროდუქცია დაბრუნდეს რუსეთის ბააზრზე”– ეს განცახდება ზურაბ აბაშიძემ ტელეკომპანია “მაესტროს” გადაცემა “პოლიტმეტში” გააკეთა.

 

მისი თქმით, მომავალ კვირას ელიან რუს ექსპერტებს, რომელებიც შეამოწმებენ მინერალურ წყალს და ღვინოს: “ქართველი მეწარმეები მხოლოდ რუსეთის ბაზარზე არ იქნებიან დამოკიდებული. საწყის ეტაპზე რუსეთის ბაზარზე შევა ცოტაპროდუქცია. ბაზარზე შესვლის სურვილი დაახლოებით 60 კომპანაიმ გამოთქვა. აქ არ იქნება არანაირი პრეფენაციები. ყველა თანაბარ დონეზე იქნება.”

 

ზურაბ აბაშიძის განცახდებით, თვითონ კომპანიები გადაწყვეტენ მათთვის რამდენად მნიშვნელოვანი იქნება რუსეთის ბაზარი: “ქართული კომპანიები საკმაოდ მშვიდად აკვირდებიან ამ პროცესს და გადაწყვეტილებას ბიზნესის ინტერესიდან გამომდინარე გააკეთებენ ”     

მასალების გადაბეჭდვის წესი