დოლართან მიმართებაში ცვლილებები განიცადეს შემდეგმა ვალუტებმა:
ყველაზე მეტად გამყარდა ევრო 0,19 პროცენტით და იაპონური იენა 0,11 პროცენტით. ერთკვირიანი ვარდნის შემდეგ ევრომ პარასკევს მიაღწია ძლიერ სუპორტს 1,3350 ნიშნულს. დღეს აზიის სესიაზე მან განავითარა პატარა აღმავალი საკორექციო მოძრაობა და მიაღწია 1,3390 ნიშნულს. ჯერ -ჯერობით მარკეტში ფლეტია. თუ მოახერხებს რომელიმე ნიშნულის გარღვევას შესაძლებელია რომ იმ მიმართულებით განავითაროს ტრენდი. ამჟამად ვაჭრობა მიმდინარეობს 1,3380 ნიშნულთან.
იენა 94 ნიშნულის მიღწევის შემდეგ გადავიდა დაღმავალ საკორექციო მოძრაობაში. ეს ნიშნული წარმოადგენს ძლიერ რეზისტენსს. დღეს აზიის სესიაზე წყვილმა განავითარა პატარა აღმავალი მოძრაობა. თუმცა აქაც ფლეტია რომლის ზედა ზღვარს წარმოადგენს 92,74 და 92,36 ნიშნულები. ამჟამად ვაჭრობა მიმდინარეობს 92,50 ნიშნულთან.
ფასები შემცირდა ახალ ზელანდიურ და კანადურ დოლარზე 0,28 და 0,22 პროცენტით, ავსტრალიურ დოლარზე 0,21 პროცენტით. შვეიცარულ ფარნკზე ფასი ფაქტიურად არ შეცვლილა.
ვერცხლზე და ოქროზე ფასმა მოიმატა 0,19 და 0,11 პროცენტით, ხოლო ნავთობზე ფასი ფაქტიურად არ შეიცვალა , მისი ფასია $95,5 ბარელზე.
კვირის მთავარი მოვლენა გახდა გაერთიანებული ევროპის მომავალი 7 წლის ბიუჯეტის შემცირებაზე გადაწყვეტილების მიღება. იმ ფონზე, როდესაც მიმდინარეობდა კამათი სოფლის მეურნეობის სუბსიდირების და ინფრასტრუქტურის პროექტების თაობაზე, პირველად 56 წლის განმავლობაში მოხერხდა საბიუჯეტო ხარჯების შემცირება.
მეტნაკლებად გათვალისწინებული იქნა გერმანიის, ბრიტანეთისა და ჰოლანდიის მოთხოვნები „ქამრის შემოჭერის” პოლიტიკის თაობაზე, აგრეთვე დაკმაყოფილდა საფრანგეთის მოთხოვნა დარჩენილიყო სოფლის მეურნეობის სუბსიდიები. ბიუჯეტის ეკონომია ხდება ტრანსპორტის, კომუნიკაციების და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით.
ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლას სჭირდება ევროპარლამენტის თანხმობა, რის მიღწევაც შესაძლებელია მხოლოდ დამატებითი ურთიერთშეთანხმებების და კომპრომისების ხარჯზე.
ჩვენგან განსხვავებით ევროპელ პარლამენტარებს ეს ნამდვილად ეხერხებათ და სავარაუდოდ მალე შეთანხმება კანონიერ ძალას მიიღებს.
მომზადებულია კომპანია „Admiral Markets“ ანალიტიკური ჯგუფის მიერ.






