ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ჩეხეთის ელჩს შეხვდა

10 დეკემბერი, 2012 •
ფინანსთა მინისტრი ჩეხეთის ელჩს შეხვდა

შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. კომენტარები მხარეებმა საუბრის დაწყებამდე გააკეთეს.

 

“ძალიან საინტრესო ქვეყანაა ჩეხეთი ჩვენთვის ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. საინტერესო პროექტები არსებობს. არიან ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც ჩეხეთში მუშაობენ. ასევე ჩეხები, რომლებსაც საქართველოში აქვთ ბიზნესი, მათ შორის ენერგეტიის სექტორში. ეს იქნება გაცნობითი შეხვედრა და ძალიან საინტერესოა ჩვენი ჩეხი კოლეგების გამოცდილება. ჩეხეთმა დიდ პროგრესს მიაღწია, თუნდაც დემოკრატიზაციის თვალსაზრისით,” – განაცხადა ნოდარ ხადურმა.  

 

“საქართველოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს  ჩვენთვის. ის სტრატეგიული პარტნიორია. გვაინტერესებს საქართველოს ბიუჯეტის და ეკონომიკის განვითარება. არანაკლებ საინტერესოა ისიც, როგორ განვითარდება ჩვენი ურთიერთობები მომავალში”, –  განაცხადა ჩეხეთის ელჩმა საქართველოში ივან იესტრჟაბმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი