ეკონომიკა

მსოფლიო ბანკის ექსპერტების რეკომენდაციები სახელმწიფო ხარჯებზე

10 დეკემბერი, 2012 • • 1112
მსოფლიო ბანკის ექსპერტების რეკომენდაციები სახელმწიფო ხარჯებზე

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა სპეციალური ანგარიში “სახელმწიფო ხარჯებთან დაკავშირებული წნეხის მართვა მდგრადობისა და ეკონომიკური ზრდისათვის” წარმოადგინეს.

 

“წინამდებარე ანგარიშის მიზანია, წვლილი შეიტანოს სამომავლო ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ დიალოგში, რომელიც საშუალოვადიან პერსპექტივაში ხარჯების კონსოლიდაციასა და მათი მართვის სხვადასხვა გზებთან დაკავშირებულ ძირითად გამოწვევებს ეხება,” – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა ჰენრი კერალიმ.

 

ანგარიშის წარმოდგენისას დეტალურად განიხილეს სახელმწიფო ხარჯების პოლიტიკასთან დაკავშირებული გამოწვევები პენსიების, სოციალური დახმარების, ჯანდაცვის, კაპიტალური ბიუჯეტირებისა საგზაო სექტორში. 

 

მსოფლიო ბანკის უფროსი ეკონომისტის, ანგარიშის ავტორის ფარუკ ხანის შეფასებით, წარმოდგენილი ანგარიში სახელმწიფო ხარჯებთან არის დაკავშირებული:

 

“ჩვენ ვისაუბრეთ სახელმწიფო ხარჯების წნეხის მართვის შესახებ მდგრადობისა და ეკონომიკური ზრდის მიღწევის მიზნით. ფისკალური კონსოლიდაციის განხორციელება და სამომავლო გაღრმავება მნიშვნელოვანი იქნება გლობალური მაკროეკონომიკური სტაბილურობის და ძლიერი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. თუმცა საქართველოში ფისკალური დეფიციტი შემცირდა 2009 წელთან შედარებით 2011 წელს, მაგრამ ეს ფისკალური დეფიცი კვლავ წარმოადგენს პრობლემას. შეიძლება გახდეს ერთ–ერთი  მწვავე პრობლემა საქართველოში, თუ არ მოხდება ხარჯების ეფექტურად მართვა 2012-დან 2015 წლებში.”

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, მსოფლიო ბანკი ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებს საქართველოში:

 

“მათ შორის ერთ-ერთი პროექტი შეეხება სახელმწიფო ხარჯების მართვის სისტემის გაუმჯობესებას. ჩვენ მოვუსმინეთ მსოფლიო ბანკის ექსპერტების რჩევებს. საინტერესო მოსაზრებებია. ეს პროექტი 6 თვის წინ დამთავრდა და ახლა არსებულ რეალობას არ ასახავს. ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ თანაშრომლობას, რომ სახელმწიფო ხარჯები ეფექტურად იხარჯებოდეს და ხელს უწყობდეს საქართველოში ეკონომიკის ზრდას.”

მასალების გადაბეჭდვის წესი