ეკონომიკა

გარემოს დაცვის პროგრამებზე ბიუჯეტი 42,935.0 ლარს გამოყოფს

5 დეკემბერი, 2012 • • 971
გარემოს დაცვის პროგრამებზე ბიუჯეტი 42,935.0 ლარს გამოყოფს

ამ სფეროში პროგრამებს საქართველოს გარემოს დაცვის და ენერგეტიკის სამინისტროები განახორციელებენ. პროგრამების ნაწილის შესრულებაზე სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოა პასუხისმგებელი.

 

2013 წლის ბიუჯეტის პროგრამულ ნაწილში, დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბებასა და მართვაზე 11, 226,8 ლარი გამოიყოფა. გარემოს დაცვის ზედამხედველობაზე 6,898,2 ლარი დაიხარჯება.

 

პროგრამულ ნაწილში პრიორიტეტია გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა. აქცენტი სოცილურ პროექტებზეც კეთდება. ყაზბეგის და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთანი სოფლების მოსახლეობისათვის მიწოდებული ბუნებრივი აირის ღირებულების ასანაზრაურებლად 4.800.0 ლარი გამოიყოფა.

 

ენერგეტიკის სფეროს პოლიტიკის შემუშავებასა და მართვაზე 4,700,0 ლარი გამოიყოფა. გარემოს დაცვის სისტემის მონიტორინგზე  4,719,0 ლარი, ხოლო სატყეო სისტემის ჩამოყალიბებასა და მართვაზე 4,818, 0 ლარი განისაზღვრა. გარემოსდაცვითი განათლების პროგრამებზე  335,3 ლარი დაიხარჯება, სანერგე მეურნეობის ჩამოყალიბებასა და მართვაზე -250,0 ლარი. 

 

2013 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტში 2012 წლის 4 დეკემბერს შევიდა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი