ეკონომიკა

10 თვეში საბანკო სექტორის მოგებამ 101,808 მლნ ლარი შეადგინა

21 ნოემბერი, 2012 •
10 თვეში საბანკო სექტორის მოგებამ 101,808 მლნ ლარი შეადგინა

2011  წლის ანალოგიური პერიოდისთვის საბანკო სექტორის წმინდა მოგება 234,7 მლნ ლარს შეადგენდა.

სების სტატისტიკით, 2012 წლის ოქტომბერში საბანკო სექტორის  ზარალმა 36,8 მლნ ლარი შეადგინა. სექტემბერში საბანკო სექტორის  მოგება 24,5 მლნ ლარი იყო.

2012 წლის პირველი ნოემბრისთვის მოგებაზე 12 კომერციული ბანკი გავიდა. ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, ზარალზეა  7 კომერციული ბანკი.

სები–ის მონეცემებით, 2012 წლის იანვარ–ოქტომბერში საბანკო სექტორის საკუთარმა სახსრებმა, სააქციო კაპიტალმა  2,294 მლრდი ლარი შედგინა.   

საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკით არის წარმოდგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი