ეკონომიკა

კვარაცხელია: ბიზნესცენტრი სასონ ჰოკმა ადეიშვილისა და კეზერაშვილის დახმარებით წამართვა

1 ნოემბერი, 2012 • • 2263
კვარაცხელია: ბიზნესცენტრი სასონ ჰოკმა ადეიშვილისა და კეზერაშვილის დახმარებით წამართვა

ამ მისამართზე მდებარეობს მშენებერე ბიზნესცენტრი და რესტორანი, რომელიც, უფლებადამცველის მტკიცებით, თეიმურაზ კვარაცხელიას ზეწოლის შედეგად დაათმობინეს.

 

ბიზნესცენტრი ამ ეტაპზე თემურ კვარაცხელიას მფლობელობაშია. თუმცა კერძო პირის, ებრაელი ბიზნესმენის სასონ ჰოკის წინაშე არსებული დავალიანების გამო ეს ობიექტი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აუქციონზე  გაიტანა.

 

თემურ კვარაცხელიას განცხადებით, მას იპოთეკური სასესხო ხელშეკრულება ჰქონდა დადებული სასონ ჰოკთან: „მისგან  1 მილიონ 300 ათასი დოლარის მოცულობის სესხი მშენებლობის დასასრულებლად ავიღე. უნდა დამესრულებინა ბიზნესისა და კულტურის ცენტრი, რომელსაც 1997 წლიდან ვაშენებ. სასესხო ხელშეკრულბის თანახმად, სესხი 5 პროცენტში, სამჯერადი ტრანშის სახით იყო გამოყოფილი. თუმცა სასონ ჰოკმა ხელშეკრულების პირობები დაარღვია და ბიზნესი იძულების წესით წამართვა. არ მაძლევდა სესხით გათვალისწინებული ტრანშის მეორე და მესამე ნაწილს, ვიდრე ქონების ნაწილი არ გადავუფორმე.“

 

თემურ კვარაცეხლიას განცხადებით, სასონ ჰოკი მასთან პირად საუბრებში აცხადებდა, რომ მის ზურგსუკან დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი იდგნენ: „მოდიოდნენ სხვადასხვა ჩინოვნიკები დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის სახელით და ახორციელებდნენ ზეწოლას, რომ ბიზნესი სასონ ჰოკისთვის დამეთმო. სესხი არც ერთმა ბანკმა არ მომცა, რომ ჰოკის ვალდებულება გადამეფარა. მაჯარიმებდნენ უკანონოდ. ქალაქის ადმინისტრაციასთან 15 სასამართლო პროცესი წავაგე.“  

 

უფლებადამცველ ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, თეიმურაზ კვარაცხელია „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას გამოეხმაურა და საქართველოში ბიზნესის საკეთებლად ჩამოვიდა:  „მან საქართველოს ეკონომიკაში 7 მილიონი დოლარი ჩადო და დაიწყო ბიზნესცენტრის მშენებლობა. კეზერაშვილის და ადეიშვილის ზურგსუკან ამოფარებულმა ბიზნესმენმა სასონ  ჰოკმა წაართვა 10 მილიონი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება. დღეს აპირებს დარჩენილი კომპლექსის წართმევასაც.“

 

ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სასონ ჰოკის ქმედებაში იკვეთება იძულება, თაღლითობა და სხვისი ქონების მითვისება: „ჩვენ უახლოეს დღეებში შევიტანთ მასალებს საქართველოს პროკურატურაში და მოვითხოვთ, რომ მოხდეს აღნიშნული საქმის საფუძვლიანი შესწავლა“.

თეიმურაზ კვარაცხელია, ნიკოლოზ მჟავანაძე
თეიმურაზ კვარაცხელია, ნიკოლოზ მჟავანაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი