ეკონომიკა

ბათუმის მერიამ თავი 887 ათასი ლარით წაიხალისა

26 ოქტომბერი, 2012 •
ბათუმის მერიამ თავი 887 ათასი ლარით წაიხალისა

„პროექტებს ვერ ასრულებთ, ვერც ერთ ვალდებულებას, და პრემიებს ინიშნავთ, უხერხული ხომ არ არის?“ – განაცხადა საკრებულოს წევრმა, „კონსერვატორმა” მამული ჟღენტმა. 

 

 

ხელფასების ზრდის ფონზე ოთხი მილიონი ლარით შემცირდა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება.  ამის მიზეზად არჩილ ვანაძე ჩავარდნილ აუქციონებს ასახელებს: „ჩვენ მიერ გამოცხადებული აუქციონები არ შედგა. ინვესტორებმა გარკვეული ვადით უარი თქვეს ბათუმში ქონების შეძენაზე, ამიტომ მერია იძულებულია შეამციროს ამ შემოსავლებიდან დაგეგმილი პროექტების დაფინანსება, რომელიც წინასწარ იყო ბიუჯეტში გათვალისწინებული.“   

 

შემცირება შეეხო სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის პროგრამას და მისი დაფინანსება შემცირდა 136 ათასი ლარით, წყლის სისტემების რეაბილიტაცია – 84 ათასი ლარით, კანალიზაციის სისტემის – 234 ათას ლარით, გარე განათების პროგრამა – 780 ათასი ლარით, ორი მილიონი ლარით შემცირდა ბათუმის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის პროგრამაც, პარკებისა და სკვერების კეთილმოწყობის პროგრამა კი –  387 ათასი ლარით.  307 ათასი ლარით შემცირდა სასპორტო და დასვენების ობიექტების რეაბილიტაციის პროგრამაც.  შემცირებები შეეხო ძირითადად ქალაქის კეთილმოწყობის კუთხით განსახორციელებელ პროექტებს. ცვლილება არ შეხებია სოციალურ პროგრამებს.

 

ბიუჯეტიდან ამოიღეს პროგრამა „ბათუმი – დინამიური განვითარების ქალაქი“ და შემცირდა აიპი „ბათუმის კორპუსის„ დაფინანსება მილიონ 700 ათასი ლარით.

მასალების გადაბეჭდვის წესი