ეკონომიკა

საქართველო Doing Business–ის რეიტინგის ათეულში

23 ოქტომბერი, 2012 • • 1140
საქართველო Doing Business–ის რეიტინგის ათეულში

 

 

 

აღნიშნული კვლევის პრეზენტაცია აგრარულ უნივერსიტეტში გაიმართა. 

 

“უპრეცედენტო მოვლენაა, როცა განვითარებადი ეკონომიკის ქვეყანა ხვდება ასეთ პრესტიჟულ კლუბში და თან საუკეთესო ათეულშია. ეს განაპირობა იმან, რომ ბოლო წლის განმავლობაში 6 რეფორმა ჩატარდა. ამან კი ხელი შეუწყო, რომ საქართველო გადასულიყო მეთქვსმეტედან მეცხრე ადგილზე”– ეს შეფასება ექსპერტმა ვახტანგ ლეჟავამ გააკეთა.   

 

ვახტანგ ლეჟავას განცხადებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან რეიტინგის ლიდერი საქართველოა. პოსტსაბჭოთა სივრციდან მას  მოსდევს ესტონეთი, რომელმაც 21–ე ადგილი დაიკავა, ლატვია (25–ე), სომხეთი (32) და ყაზახეთი (49–ე). რუსეთი 112–ე ადგილზეა. რუსეთმა 2011 წელთან შედარებით პოზიცია 8 ადგილით გაიუმჯობესა.

 

პოსტსაბჭოთა ქვეყნებში უკრაინა 137–ე ადგილზეა. ბიზნესის წარმოებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობებით შვიდი  წელია სინგაპური ლიდერობს.  Doing Business–ის ხუთეულშია ჰონგკონგი, ახალი ზელანდია, აშშ და დანია. ბოლო 185–ე ადგილზეა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაა.

 

რეიტინგში გამოკვლეული ბიზნესრეგულაციები მოიცავს ბიზნესის წარმოების 10 კატეგორიას: გადასახადების გადახდას, მშენებლობის ნებართვის მიღებას, საგარეო ვაჭრობას, ქონების რეგისტრაციას, ბიზნესის დაწყებას, ხელშეკრულების აღსრულებას, ელექტროენერგიის ქსელზე დაერთებას, ინვესტორების დაცვას, გადახდის უუნარობის წარმოეაბს, კრედიტის აღებას. 

 

“თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის მფლობელის”კახა ბენდუქიძის შეფასებით, ეს რეიტინგი საქართველოს რამდენიმე მნიშვნელოვან სტიმულს აძლევს:” ეს არის კარგად ცნობადი რეიტინგი, რაც ქვეყნის ცნობადობას ზრდის საერთაშორისო ფინანსურ წრეებში. მეორე, მნიშვნელოვანი არის იმიტომ, რომ ასეთი ტიპის  რეიტინგი ენიჭებათ ისეთ ქვეყნებს, რომელთაც აქვთ გამარტივებული, იოლი, კარგი ბიზნესკლიმატი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისათვის. საქართაველოს ეკონომიკა, გარდა 2009 წლისა, ყველა წლის განმავლობაში იზრდებოდა 2004 წლიდან დაწყებული საკმაოდ კარგი ტემპით. იზრდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ემბარგო იყო გამოცხადებული, რამდენჯერმე გაზის მოწოდება შეგვიჩერეს, იყო ომი და ფინანსური კრიზისი. მიუხედავად ამისა, ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა ერთნახევარჯერ. ეს მოხდა იმიტომ, რომ გატარებული რეფორმები აუმჯობესებდა ბიზნესკლიმატს და ამიტომ საქართველოს ეკონომიკა წელსაც კი იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ევროპული ქვეყანის ეკონომიკა არ იზრდება, ეცემა ან იზრდება 1 პროცენტით. ჩემი აზრით, ეს არის შედეგი იმ რეფორმებისა, რომლებიც გატარდა. ეს გვაძლევს იმედს, რომ ჩვენი ეკონომიკური განვითარება გაგრძელდება და იქნება უფრო ეფექტური.”  


doing business -ი არის მსოფლიო მსოფლიო ბანკის რეიტინგი, რომელიც მსოფლიოს 183 ქვეყანაში ბიზნესკლიმატს აფასებს.
პირველად ისტორიაში საქართველო, განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანა მოხვდა საერთაშორისო რეიტინგის ათეულში განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან ერთად, როგორიცაა სინგაპური, ჰონკონგი, ახალი ზელანდია, ამერიკის შეერთებული შტატები, დანია, ნორვეგია, გაერთიანებული სამეფო, კორეის რესპუბლიკა და ავსტრალია.   

მასალების გადაბეჭდვის წესი