თბილისის მერიამ თავდაპირველად 3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი 2011 წლის 17 ნოემბერს გამოაცხადა. ზუსტად ერთ კვირაში დარეგისტირებულმა კომპანიამ შპს აბგ-მა აღნიშნულ ტენდერში გაიმარჯვა. 

 

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას 2011 წლის 18 დეკემბრიდან 2012 წლის ბოლომდე თბილისის მასშტაბით 25 ასეთი ბაზრობის მოწყობა-ალაგების ვალდებულება უნდა აეღო. 

 

დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში გამარჯვებულ კომპანიას სასურსათო ბაზრობების მოწყობა-ალაგება 48-ჯერ უნდა განეხორციელებინა. 

 

შესაბამისად, ირკვევა, რომ თბილისში ერთი ასეთი ბაზრობის მოწყობა-ალაგების ღირებულება წელიწადში 128 ათასი ლარი უნდა ყოფილიყო. ერთჯერადი მოწყობა-ალაგებაში კი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2666 ლარი უნდა დახარჯულიყო.

 

ხელშეკრულებაში, რომელიც შპს აბგ-სა და თბილისის მერიას შორის გაფორმდა, კომპანიამ 3 200 000 ლარის ნაცვლად 2 149 992 ლარის მომსახურების გაწევის პასუხისმგებლობა აიღო. 

 

შესაბამისად, დღეს თბილისში ერთი სასურსათო ბაზრობის მოწყობა-ალაგებისთვის 86 ათას ლარამდე იხარჯება. ერთჯერადად კი მერია 1800 ლარამდე ხარჯავს. 

 

დედაქალაქში ახალი სავაჭრო ობიექტები თბილისელებისათვის ახალ სამუშაო ადგილების შექმნასა და ხარისხიანი პროდუქტის ხელმისაწვდომ ფასად შეძენას ისახავდა მიზნად. 

 

ბაზრობა ყოველ კვირას, დილის ცხრა საათიდან საღამოს ხუთ საათამდე, გლდანი-ნაძალადევის, ვაკე-საბურთალოს,  დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორისა და ძველი თბილისის რაიონებში მუშაობს. 

  

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *