2012 წლის აგვისტოში, ბაქოში ბინების პირველად ბაზარზე ფასების ვარდნა 0,6 პროცენტი იყო და კვადრატული მეტრის ფასმა 867 დოლარი შედგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში პირველად ბინებზე ფასის ზრდა 9,7 პროცენტი იყო “ – ამბობს კონსალტინგური კომპანიის გენერალური დირექტორი ნუსრეტ იბრაგიმოვი.
მისი თქმთ, აზერბაიჯანის მეორედი ბინების ბაზარზე, აგვისტოში ფასების ვარდნა 0,85 პროცენტი იყო და 1 კვადრატული მეტრის ფასი 1 411 დოლარს გაუტოლდა. გასულ წელს მეორად ბაზარზე ფასის ზრდამ 7,4 პროცენტი შეადგინა.
2012 წლის აგვისტოში, ბაქოში ფასი მიწაზე 0,05 შემცირდა და ერთ მეასედზე 19 019 დოლარი შეადგინა. 2011 წელს ამ ბაზარზე ფასის ზრდა 5,72 პროცენტი იყო.
ბაქოში, აგვისტოში ფასი კომერციულ ფართზეც შემცირდა. ფასის ვარდნამ 5,36 პროცენტი შედგინა და 1 კვადრატულ მეტზე საშუალოდ 3 094 დოლარი შეადგინა. გასულ წელს კომერციულ ფართზე ფასები 6,69 პროცენტით გაიზარდა. შემცირდა კომერციული ფართის იჯარის ფასიც და 1 კვადრატულ მეტრზე 17,6 დოლარი შეადგინა.
უძრავ ქონებაზე ფასების ვარდნის ფონზე, აზერბაიჯანში ბინის ქირა გაძვირდა. ზრდამ 8 პროცენტი შეადგინა და კვადრატულ მეტრზე 11,42 დოლარი შედგინა.
ფასების შემცირების მიუხედავად, ექსპერტები ბაქოს უძრავი ქონების ბაზარზე წლის ბოლომდე 4 პროცენტიან ზრდას პროგნოზირებენ. კონსალტინგური კომპანიების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ფასების აწევა და ბაზრის დასტაბილურება იპოთეკური დაკრედტების შედეგად მოხდება.