საჯარო რეესტრის ექსპერტების შეფასებით, 2012 წლის აგვისტო, 2007-2011 წლების იმავე თვესთან შედარებით უძრავი ქონების ბაზარზე განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობით ნახტომისებრი ზრდით გამოირჩევა.
„მსგავსი ნახტომი უძრავი ქონების ბაზარზე უპირატესად განაპირობა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების უსასყიდლო რეგისტრაციის პოლიტიკამ, რომელიც მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობისკენაა მიმართული. აგვისტოს თვეში ქვეყანაში 131 063 სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა უსასყიდლოდ“ – აცხადებენ საჯარო რეესტრში.
თუმცა, საჯარო რეესტრში ამბობენ, რომ ამ ფაქტორის გამორიცხვითაც უძრავი ქონების ბაზარი აგვისტოს თვეშიც ცალსახად გაიზარდა. სტატისტიკის თანახმად, განხორციელდა 94 732 სარეგისტრაციო ტრანზაქცია. რაც ივლისში დაფიქსირებულ ტრანზაქციებს 62. პროცენტით აღემატება. 2011 წლის იმავე თვესთან შედარებით ზრდა 116.7 პროცენტია.