ეკონომიკა

საქართველოში ინვესტირებით ნიდერალნდები ლიდერობს

11 სექტემბერი, 2012 •
საქართველოში ინვესტირებით ნიდერალნდები ლიდერობს

2012 წლის მეორე კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ნიდერლანდებია.

 

ამ ქვეყანაზე საქართველოში შემოსული ინვესტიციების 37 პროცენტი მოდის. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი –10 პროცენტი, ლუქსემბურგი და გაერთიანებული სამეფო – 6–6 პროცენტი. თურქეთი – 5 პროცენტი, ყაზახეთი –3 პროცენტი და კვიპროსი–2 პროცენტი. დანარჩენი 15 პროცენტი სხვა ქვეყნებზე ნაწილდება.

 

2012 წლის მეორე კვერტალში, შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან 74,9 მილიონი აშშ დოლარი ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა. 58,1 მილიონი აშშ დოლარი ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში, 42 მლნ აშშ დოლარი დამამუშავებელ მრეწველობაში ჩაიდო. 18,6 მილიონი აშშ დოლარი საფინანასო სექტორში, 9,2 მილიონი აშშ დოლარი სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესში, 8,9 მილიონი დოლარი – უძრავ ქონებაში, 6,4 მილიონი აშშ დოლარი სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაში, 1,3 მილიონი აშშ დოლარი სხვა სექტორებზე გადანაწილდა.

 

საქსტატის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ  2012 წლის 6 თვეში 488 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2010 წლის ორ კვარტალში 375 მლნ აშშ დოლარი, 2011 წლის ორ კვარტალში კი 485 აშშ დოლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი