ფრანჩესკო პიოვანეტტი აგროსამრეწველო კორპორაცია Arco International Group- ის პრეზიდენტია. ამ ბიზნესჯგუფმა, რუსეთში ივანიშვილის ბოლო აქტივი „სტოილენსკაია ნივა“ გასულ კვირას 180 მილიონ დოლარად იყიდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ფრანჩესკო პიოვანეტტისთან საინტერესო საუბარი ჰქონდა და მხარეებმა სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორცილებაც დაგეგმეს:
„სოფლის მეურნება ჩვენი პრიორიტეტია. გვქონდა საკმაოდ საინტერესო და საქმიანი საუბარი. მათ გაუჩნდათ ინტერესი საქართველოშიც განახორციელონ ინვესტიციები. ძალიან ბევრ თემაზე ვისაუბრეთ და იმედი გვაქვს, რომ მომავალში ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება“ .
ბიძინა ივანიშვილმა კორპორაცია Arco International Group-ის საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა:
„ამ კომპანიით ისე დავინტერესდი, რომ შევთავაზე მათ რომ განიხილონ საბჭოზე, კომპანიის საქმიანობაში ჩემი მონაწილეობა. ეს საკითხი განიხილება მომავალში. კომპანია არის ძალიან მრავალმხრივი, ჰაიტიკიდან სოფლიოს მეურნეობამდე ყველა სახის ბიზნესში მონაწილეობს. ძალიან რთული, საინტერესო და თანამედროვე მენეჯმენტი აქვს.“
ივანიშვილის თქმით, ფრანჩესკო პიოვანეტტი საქართველოში ინვესტიციების ჩადებით დაინტერესდა:„ ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესახებაც. მე ისიც მოვახსენე, რომ მაქვს საინვესტიციო ბანკი, საიდანაც ინვესტირების შემთხვევაში კაპიტალის 25 პროცენტს დავახვედრებ უფასოდ. ამ შეთავაზებით, მათი ინტერესი გავაღრმავე.“
ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას დადებითად აფასებს ფრანჩესკო პიოვანეტტიც: „ჩვენ ვისაუბრეთ ამერიკულ ფონდებზე და ამ რეგიონში საინტერესო ინვესტიციებზე, განსაკუთრებით ტექნოლოგიასა და სოფლის მეურნეობის სფეროში. ყურადღება დავუთმეთ რუსეთში აქტივების გაყიდვის თემას რაც მნიშვნელოვანი პროცესია. ვისაუბრეთ ასევე ახალ ტრანზაქციებზე, რაც ფრიად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ ვაპირებთ ინვესტირებას სოფლის მეურნეობის დარგში.“







