ეკონომიკა

‘ცივი ომი’ ევროკავშირისა და რუსეთის შორის

9 სექტემბერი, 2012 •
‘ცივი ომი’ ევროკავშირისა და რუსეთის შორის

პუტინი
პუტინი

პუტინი გადაჭარბებულს უწოდებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ რუსეთსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის სფეროში „ცივი ომი“ დაიწყო:

„ჩვენ გვაქვს, ძალიან კეთილშობილური და კონსტრუქციული ურთიერთობები. არავითარი საბრძოლო მოქმედებები, ეს არ არის სავაჭრო ომი. რაც ხდება „გაზპრომთან“ დაკავშირებით, ეს სიახლეს არ წარმოადგენს. ჯერ კიდევ გასულ წელს ჩატარდა ჩხრეკა „გაზპრომის“ უცხოეთის ოფისებში. ეს არის მეორე ნაბიჯი, ამ მიმართულებით, ჩვენ ძალიან ვწუხვართ იმის გამო რაც ხდება.  “

„გაერთიანებულ ევროპას უნდა შეინარჩუნოს პოლიტიკური გავლენა, და სურს რომ ჩვენ ამისთვის გადავიხადოთ კიდეც“ – ამბობს პუტინი.  ამავდროულად,  რუსეთის პედერაციის პრეზიდენტი იმედოვნებს რომ ამ სიტუაციიდან გამოსვლა „დანაკარგების“ გარეშე მოხდება.

 ევროკომისია, გამოთქვამს ეჭვს, რომ „გაზპრომმა“ ევროკავშირის ქვეყნების გაზის ბაზარზე კონკურენცია შეზღუდა და თავის კლიენტებს უსამართლო ფასები დაუწესა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი