ეკონომიკა

გაზპრომს 10 მილიარდი ევროს ოდენობით ჯარიმა ემუქრება

6 სექტემბერი, 2012 •
გაზპრომს 10 მილიარდი ევროს ოდენობით ჯარიმა ემუქრება

კომპანია შესაძლოა 10 მილიარდი ევროთი დაჯარიმდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ევროკომისია დაამტკიცებს, რომ გაზპრომმა ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა დაარღვია.

 

ევროკომისიამ 4 სექტემბერს გამოაცხადა, რომ გამოძიება სამი მიმართულებით მიმდინარეობს. პირველ რიგში გაზპრომმა გაყო ბაზრები, რის შედეგადაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გაზის განაწილების დივერსიფიკაცია შეფერხდა. ევროკომისია მიიჩნევს, რომ გაზპრომმა თავის კლიენტებს უსამართლოდ მაღალი ფასები დაუწესა, რომელიც ნავთობის ფასის ზრდას დაუკავშირა.

 

ევროპული კანონმდებლობის თანახმად, კომპანია, რომელიც ბოროტად გამოიყენებს დომინანტურ მდგომარეობას, დაჯარიმდება თავისი წლიური შემოსავლის 10 პროცენტით, რაც გაზპრომის შემთხვევაში 10 მილიარდი ევროა.     

მასალების გადაბეჭდვის წესი