ექსპერტები ნავთობის ფასის ზრდას, ამჯერად, ევროზონაში მიმდინარე პროცესებს უკავშირებენ. საქმიანი აქტივობის ინდექსი, აგვისტოში რეგიონში 45,1 პუნქტამდე დაეცა. ამ ფონზე ექსპერტები იმედოვნებდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 45,3 პუნქტზე შენარჩუნდებოდა. საქმიანობის ინდექსის ვარდნა დაფიქსირდა იტალიაში, საფრანგეთში და გერმანიაშიც, რომელსაც მთელ რეგიონში ყველაზე დიდი ეკონომიკა აქვს.