„ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ნატა ხაინდრავამ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ 3 სექტემბერს უნდა გამართულიყო პირველი აუქციონი: „დღეს დილით გასაყიდად ჯერ მანქანები გამოიტანეს. 4 სექტემბერს კი დანარჩენი ქოენბა უნდა გამოეტანათ აუქციონზე. ეს პროცესი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოულოდნელად შეაჩერა.“
ნატა ხაინდრავა აცხადებს, რომ აუქციონის შეჩერების ოფიციალური მიზეზი მისთვის უცნობია: „აღსრულების შეჩერების მოტივი არ ვიცი. ვინაიდან ჩვენ ვართ, მაღალანაზღაურებადი თანამშრომლები, ქონება კი არ უნდა გაეყიდათ, არამედ ვალდებილი იყვნენ ჯარიმა ხელფასიდან აეღოთ.“
ნატა ხაინდრავას, ჯარიმის სახით 68 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. მან ქართული ოცნების ანგარიშზე 13 600 ლარი ჩარიცხა. ეს თანხა, მას „ქართუ ბანკში“ შესულმა დოროებითმა ადმინისტრაციამ, რომელსაც ვლადიმერ უგულავა ხელმძღვანელობდა, სამსახურიდან გათავისუფლების სანაცვლოდ კომპანსაციის სახით ჩაურიცხა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურის უფროსი ბესო ლილუაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში „ქართუ ბანკის“ თანამშრომლებსი ქონებაზე გამოცახდებული აუქცუინის შეჩერებას ადასტურებს.
„ აუქციონი შეჩერდ, რადგან რამდენიმე თანამშრომელმა გამოთქვა ეჭვი აღსრულების პროცესთან დაკავშირებით. შეიტანა საჩივარი სასამართლოში. ჩვენ არ დავარღვევდით მათ უფლებებს და საქმის არსებითად განხილვამდე ეს ქონება აუქციონიდან მოიხსნა და ყველა პროცესი შეჩერდა“ – განმარტავს ლილუაშვილი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე “ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორის ნოდარ ჯავახიშვილის და 7 თანამშრომლის ქონება და საბანკო ანგარიშები 2012 წლის 7 აგვისტოს დააყადაღეს.
ბანკის გენერალურამა დირექტორმა „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ „ბანკის დროებითმა მმართველმა სამსახურიდან გათვისუფლებულ თანამშრომლებს კომპენსაცია მოგვცა. მე 20 ათასი ლარი მივიღე, საიდანაც 17 ათასი „ქართულ ოცნებას“ გადავურიცხე. ნათია მოგელაძეს მეც და თანამშრომლებმაც სათანადო დოკუმენტაცია წარვუდგინეთ.“
ნოდარ ჯავახიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 8 აგვისტოს მიმართა.