არ შეცვლილა ფასი ბრინჯსა და რძის პროდუქტებზე. ღორის ხორცის ფასი 1,7 პროცენტით შემცირდა, რაც წარმოების ზრდის ტემპმა განაპირობა.
ფასების ზრდის მიზეზი უამინდობაა. წვიმებმა ბრაზილიასა და ინდონეზიაში შაქრის მოსავალი შეამცირა, ხოლო აშშ–ში ძლიერმა გვალვამ მარცვლოვანი კულტურები გაანადგურა.
FAO–ს ექსპერტები 2007–2008 წლებში მომხდარი სასურსათო კრიზისის ანალოგს პროგნოზირებენ. კრიზისის შედეგად ღარიბმა ქვეყნებმა საკმაო ზარალი განიცადეს.
FAO–ს ექსპერტის აბდოლრეზა აბასიანის შეფასებით, 2007–2008 წლების სასურსათო კრიზისის შედეგად ყველაზე მეტად ჰაიტი და ეგვიპტე დაზარალდა: „იმედი მაქვს, რომ რიგი ქვეყნების ხელისუფალნი პროდუქტების ექსპორტზე შეზღუდვებს არ დააწესებენ. რის შედეგადაც სასურსათო კრიზისის საფრთხე თავიდან იქნება აცილებული. მაგრამ თუ ამ მიმართულებით პოლიტიკა არ შეიცვლება, შედეგი მძიმე იქნება.“
საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამის“ ცნობით, 2012 წლის დასაწისიდან ფასები სურსათზე განუხრელად იზრდება. ფასების ზრდამ თავისი შედეგი უკვე გამოიღო. დასავლეთ და ცენტრალური აფრიკის ქვეყნებში ფასების ზრდა ნეგატიურად 18 მილიონ ადამიანს შეეხო.