ბრაზილიამ ინდოეთში 96 000 ტონა შაქრის ნედლეულის ექსპორტი განახორციელა. ექსპერტების პროგნოზით, ქვეყანაში შაქრის წარმოება შეიძლება 24 მილიონ ტონამდე დაეცეს.
ლონდონის ბირჟაზე შაქრის ოქტომბრის ფიუჩერსებზე ფასი 0,8 პროცენტით გაიზარდა და 1 ტონაზე 686,1 დოლარი შეადგინა. ნიუ–იორკის ბირჟაზე ანალოგიური კონტრაქტი 1,3 ით გაძვირდა.
„მასტერ ფორექსის“ ექსპერტები შაქრის ფიუჩერის ქცევას მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესებს უკავშირებენ. მათი პროგნოზით, უახლოეს ორ თვეში შაქრი შესაძლოა კიდევ 20,65 პროცენტით გაძვირდეს.