ეკონომიკა

“ქართუ ბანკის” დირექტორის და 7 თანამშრომლის ქონება და ანგარიშები დაყადაღებულია

9 აგვისტო, 2012 •
“ქართუ ბანკის”  დირექტორის და 7 თანამშრომლის ქონება და ანგარიშები დაყადაღებულია

„დღეს, შუადღისას მივიღეთ შესაბამისი შეტყობინება აუდიტის სახელმწიფო სამსახურიდან. ქონების და ანგარიშების დაყადაღების მიზეზი „ქართულ ოცნებაში“ გადარიცხული თანხა გახდა. აუდიტის სამსახური გვედავება, რომ ჩემს და შვიდი თანამშრომლის მიერ „ქართულ ოცნებაში“ გადარიცხული ფულის წარმომავლობას ვერ ვადასტურებთ“, – აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

მისივე ინფორმაციით, მან „ქართული ოცნების“ ანგარიშზე აგვისტოს დასაწყისში 17 ათასი ლარი ჩარიცხა:

 

„ბანკის დროებითმა მმართველმა სამსახურიდან გათვისუფლებულ თანამშრომლებს კომპენსაცია მოგვცა. მე 20 ათასი ლარი მივიღე, საიდანაც 17 ათასი „ქართულ ოცნებას“ გადავურიცხე. ნათია მოგელაძეს მეც და თანამშრომლებმაც სათანადო დოკუმენტაცია წარვუდგინეთ.“

 

ნოდარ ჯავახიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.   

მასალების გადაბეჭდვის წესი