ეკონომიკა

ფიქსირებული გადასახადი ავტოსახელოსნოებისათვის

30 მაისი, 2012 •
ფიქსირებული გადასახადი ავტოსახელოსნოებისათვის

ვასილ გედევანიშვილი – შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსი
ვასილ გედევანიშვილი – შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსი

ამ საკითხზე შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა სპეცილური პრესკონფერენცია გამართა.
გედევანიშვილის განცხადებით, დასაბეგრი საქმიანობის სახეს წარმოადგენს ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი.

 

გადასახადის განაკვეთი ერთი ავტომობილის მომსახურებისთვის განკუთვნილ სამუშაო ადგილზე 100 ლარია. ფიქსირებული გადასახადის არჩევის შემთხვევაში მეწარმე თავისუფლდება სალარო აპარატის გამოყენებისაგან და საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებისაგან.

 

იმ შემთხვევაში, თუ ცალსახად ვერ დგინდება, რამდენი ავტომობილის მომსახურებისთვისაა განკუთვნილი სამუშაო ადგილი, ყოველი 40 კვადრატული მეტრის ფარგლებში ფართზე გადასახადი 100 ლარით განისაზღვრება,”- განაცხადა გედევანიშვილმა.

 

შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, ფიქსირებული გადასახადი 2012 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა. 50 ლარით განისაზღვრა გადასახადის განაკვეთები თონეებისა და სალონებისთვის. შემოსავლების სამსახურის სტატისტიკით, სამ თვეში ფიქსირებული  გადასახადის სისტემა 1093-მა მეწარმემ აირჩია.

 

“ფიქსირებულ გადასახადზე გადასვლა ნებაყოფილობითია და თავად მეწარმეს აქვს არჩევანის საშუალება. გადასახადის განაკვეთის რაოდენობა კი კონკრეტული სფეროების მიხედვით ეტაპობრივად დადგინდება,”- განაცხადა გედევანიშვილმა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი