თბილისის მერიის ინფორმაციით, „ორთაჭალის ვარსკვლავის“ მშენებლობის ნებართვა ვადაგასულია.
„მშენებლობის დამკვეთის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი აპირებენ მიმართონ ქ. თბილისის მერიის ს.ს.ი.პ. “თბილისის არქიტექტურის სამსახურს“, შეათანხმონ კორექტირებული არქტიტექტურული პროექტი და მიიღონ მშენებლობის ახალი ნებართვა,“ – განუცხადეს „ნეტგაზეთს“ თბილისის მერიაში.
თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ორთაჭალის ვარსკვლავი“ 2011 წლის 13 მაისს დააჯარიმა. საჯარიმო სანქციების დაწესების მიზეზი გულუას #1–ში IV კლასის შენობა–ნაგებობის მშენებლობის პროექტის დარღვევა გახდა.
„ჭალების დასახლებაში“ სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა გულუას #1–ში შეჩერებული მშენებლობის შესახებ მწვავე განცხადება გააკეთა:
“ეს მშენებლობა ან დაამთავრონ, ან ჯარიმა დავადოთ და ეს ყველაფერი მოვანგრიოთ. ხალხს რაღაცები თავზე დაადგეს, ასე არ გამოვა. უმკაცრესი ჯარიმები აამოქმედეთ. თავის დროზეც არ უნდა გაცემულიყო აქ მშენებლობის ნებართვა”, – მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის ვიცე-მერს დავით ნინიძეს.
გულუას 1 ნომერში სახლს სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლევი“ აშენებდა. კომპანიის პრიორიტეტული პროექტი „ორთაჭალის ვარსკვლავი“ ამ დრომდე დაუმთავრებელია.
ამავე თემაზე:
