ეკონომიკა

პარლამენტში ბიზნესომბუდსმენის ანგარიშს უსმენენ

2 მაისი, 2012 •
პარლამენტში ბიზნესომბუდსმენის ანგარიშს უსმენენ

გიორგი პერტაია
გიორგი პერტაია

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ბიზნესომბუდსმენის, გიორგი პერტაიას ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, ბიზნესომბუდსმენმა კომიტეტს ანგარიში, საგადასახადო კოდექსის 42-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, წელიწადში ერთხელ უნდა წარუდგინოს.

მელიქიშვილის შეფასებით, პარლამენტმა გაითვალისწინა ბიზნესომბუდსმენის მიერ წარმოდგენილი შენიშნები და რეკომენდაციები საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების 54% განხილულია, ხოლო 46%  განხილვის პროცესშია.

ბიზნესომბუდსმენის 2011 წლის ანგარიშში ასახულია ის საკითხები, რომლებიც აქტუალური იყო ბიზნესისთვის და რომელთა შესახებაც რეკომენდაციები წარდგენილი იქნა მთავრობაში. ბიზნესომბუდსმენის აპარატმა 2011 წელს 882 მომართვა დაამუშავა.

ანგარიშში ყურადღება განახვილებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ქრონომეტრაჟის ჯარიმების გაუქმება, ამნისტია ხანდაზმულ არაღიარებულ დარიცხვებზე. ასევე აღნიშნულია, რომ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განმხილველ ორგანოს მიენიჭა უფლება დავის დროს შემსუბუქებული ნორმა გამოიყენოს; საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადა 20-დან 30 დღემდე გაიზარდა; შესაძლებელი გახდა საწარმოო ბუნებრივი დანაკარგების ნორმების განსაზღვრა; გამარტივდა ფიზიკური პირებისაგან სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესყიდვის პროცესი; რესტორნების ბიზნესში შესაძლებელი გახდა 20%-იანი ხარჯის გამოქვითვა დოკუმენტაციის გარეშე და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი