ეკონომიკა

„თეთრი კარკასის“ ფასი თბილისში

25 აპრილი, 2012 •
„თეთრი კარკასის“ ფასი თბილისში

თბილისში პირველადი საცხოვრებელი ფართი  ყველაზე ძვირი ავლაბარშია, სადაც 1 კვადრატული მეტრი „თეთრი კარკასის“ ფასი 3 000 აშშ დოლარია. ყველაზე იაფი „თეთრი კარკასი“ ისანი–სამგორის რაიონში ღირს და 480 დოლარს უტოლდება.

ასეთი შედეგები აჩვენა „ილიაუნი ბიზნესრევიუს“ კვლევამ. ამავე კვლევის თანახმად, ახალი მშენებლობების კუთხით, ყველაზე დიდი არჩევანი საბურთალოზეა. კვლევის ფარგლებში შესწავლილი 39 კომპანიიდან 19-ს მომხმარებლისთვის შეთავაზება სწორედ ამ უბანში გამოაქვს.

ახალი მშენებლობების კუთხით, ყველაზე მცირე არჩევანი არის მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, სადაც მომხმარებელს საცხოვრებელ ფართს მხოლოდ ერთი კომპანია „სითი სთაილ ჯგუფი“ სთავაზობს. კომპანიას გასაყიდად 7 ობიექტი გამოაქვს.

კვლევის ფარგლებში შესწავლილი კომპანიებიდან ბაზარზე შემოთავაზება არ გამოაქვს კომპანია „ოლიმპიურ ვარსკვლევს“. კვლევამ აჩვენა, რომ კომპანიები საერთოდ არ აშენებენ საცხოვრებელ ფართებს ვერაზე. ქალაქგარეთ კი ყველაზე ძვირადღირებული უბანი წყნეთია.

ვაკეში ყველაზე დაბალი ფასი „თეთრ კარკასზე“ – 1000 დოლარი, სამშენებლო კომპანია ვალენსიას აქვს, ყველაზე ძვირად „თეთრ კარკასს“ – 1 800 დოლარად კომპანია „მერიდიანი“ ყიდის. „ბაგებში“ საუკეთესო ფასი აქვს „სითი სთაილ ჯგუფს“ – 1 კვადრატული მეტრი – 700 დოლარი. მეორე ადგილზეა კომპანია „ახალი ერა“ – 1 კვადრატული მეტრი 800 აშშ დოლარი. 1000– დოლარიანი შემოთავაზება აქვს კომპანია „სფინქსს“ და „კიდ არქიტექტურას“. კომპანია „ბერუკა“ 1 კვადრატულ მეტრ „თეთრ კარკასს“  ბაგებში 1 200 დოლარად ყიდის.

საბურთალოზე ყველაზე დაბალი ფასი – 650 აშშ დოლარი „სითი სთაილ ჯგუფს“  აქვს. ფასის მიხედვით მეორე ადგილს იკავებს კომპანია „ნიკე“, რომელსაც 1 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი 700 დოლარად გამოაქვს. 720– დოლარიანი შემოთავაზება  აქვს „კიდ არქიტექტურას“. ყველაზე მაღალი ფასი საბურთალოზე აქვს კომპანია „რედიქსს“ – 1 კვადრატული მეტრი 1 300 დოლარი.

ავლაბარში 1 კვადრატულ მეტრი „თეთრი კარკასის“ ფასი 600 დოლარს უტოლდება. საფასო შემოთავაზება ბაზარზე კომპანია „ახალ ერას“ გამოაქვს. 750 –ლარიანი შემოთავაზება აქვს კომპანია „არსს“, ხოლო 800 –დოლარიანი – „სითი სთაილ ჯგუფს“. კომპანია „აიდეკო“ ავლაბარში 1 კვადრატულ მეტრ „თეთრ კარკასს“  3 000 დოლარად ყიდის.

ორთაჭალაში კომპანია „არსი“  მომხმარებელს 1 კვადრატულ მეტრ „თეთრ კარკასს“ 700 დოლარად სთავაზეობს, მეორე ადგილზეა კომპანია „არქსტუდია“– 800 აშშ დოლარი, მესამეზე „პლანეტა“ – 950 აშშ დოლარი.  ყველაზე ძვირად „თეთრ კარკასს“ ორთაჭალაში კომპანია „ბერუკა“ ყიდის. მისი შეთავაზება ბაზარზე 1500 აშშ დოლარია.

„ილიაუნი ბიზნესრევიუს“ კვლევის თანახმად, დიდუბე–ჩუღურეთში  საუკეთესო შემოთავაზება აქვს „არსს“– 800 აშშ დოლარი და „ელტ ჰაუსს“ 850 აშშ დოლარი. შემდეგ კომპანია „ნიკეს“– 900 აშშ დოლარი. ყველაზე მაღალი ფასი აქვს „დომინანტს“ და მისი ფასი 1 კვადრატულ მეტრზე  1200 აშშ დოლარია.

დიღმის მასივში 1 კვადრატული მეტრი „თეთრი კარკასის“ ფასი 520 აშშ დოლარია. ყველაზე მაღალი შემოთავაზება აქვს კომპანია „აბრისს“. 1კვადრატული „თეთრი კარკასი“ 1800 აშშ დოლარი ღირს.

დიდ დიღომში ფასები 515 დოლარიდან იწყება და 670 დოლარამდე მერყეობს. ყველაზე დაბალი ფასი კომპანია „დექსუსს“აქვს, ხოლო მაღალი– „ბერუკას“ და „მეგალითს“.

ისანი–სამგორის რაიონში 1 კვადრატული მეტრი „თეთრი კარკასის“ ფასი 480 აშშ დოლარიდან იწყება და 900 დოლარამდე მერყეობს. დაბალი ფასი აქვს კომპანია „დექსუსს“, ხოლო ყველაზე მაღალი – კომპანია „ბერუკას.“

„სანზონაში“ 1 კვადრატულ მეტრ „თეთრ კარკასს“ 600 დოლარად ყიდის კომპანია „სასკო“. 650– დოლარიანი შეთავაზებით გამოდის კომპანია „ტიფლის დეველოპმენტი“, ხოლო 750 დოლარს სთავაზობს მომხმარებელს სამშენებლო კომპანია „დ პლუსი.“

მასალების გადაბეჭდვის წესი