23 აპრილიდან მიმოქცევაში ახალი საფოსტო მარკები ჩაეშვება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ 2012 წლის 11 აპრილს შესაბამისი ბრძანება გამოსცა.  

ახლი საფოსტო მარკა 4 ტიპის იქნება. პირველზე „ქართული ხელნაწერი ძეგლები“ იქნება გამოსახული, მეორეზე – 2004 წელს და 2008 წელს ათენისა და პეკინის ოლიმპიადებზე გამარჯვებული ქართველი ჩემპიონები, მესამე საფოსტო მარკა გაეროს ლტოლვილთა საქმეების სააგენტოს 60 წლისთავს ეძღვნება. მეოთხე მარკაზე კი საქართველოს ფლორა (გვირილა, მიხაკი, ვარდი და იასამანი) იქნება გამოსახული.   

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *