მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელად კორეული წარმოშობის ამერიკელი, 52 წლის ჯიმ ენ კიმი აირჩიეს. მანამდე ის დარტმუტსკის კოლეჯის ხელმძღვანელად მუშაობდა და ჰქონდა ექსპერტის სტატუსი ჯანდაცვის სფეროში.
ამ თანამდებობაზე მოიაზრებოდნენ ნიგერიის ფინანასთა მინისტრი ნგოზი ოკონო–ივეალა და კოლუმბიის ექს–ფინანასთა მინისტრი ხოსე ანტონიო ოკამპო.
ტრადიციულად, მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელად აშშ–ის კანდიდატს ირჩევენ. 2012 წლის მარტის ბოლოს აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამ ფინანასური ინსტიტუტის ხელმძღვანელად ჯიმ ენ კიმი დაასახელა და განაცხადა, რომ მას აქვს საკმაო გამოცდილება იმისთვის, რომ მსოფლიო ბანკის მეშვეობით დაეხმაროს მთელ მსოფლიოს ფინანსური სექტორის და ეკონომიკის გაჯანსაღებაში.
ექსპერტების შეფასებით, ჯიმ ენ კიმის ავტორიტეტი განვითარებად ქვეყნებში საკმაოდ მაღალია. რუანდის პრეზიდენტმა პოლ კაგამემ განაცხადა, რომ ჯიმ ენ კიმი „აფრიკის ნამდვილი მეგობარია და იცის, როგორ ებრძოლოს სიღარიბეს.“
მსოფლიო ბანკის ახლანდელი პრეზიდენტი რობერტ ზელიკი თანამდებობას ოფიციალურად 2012 წლის 30 ივნისს დატოვებს. ჯიმ ენ კიმს ამ თანამდებობისთვის ბრძოლაში აქტიურად უპირისპირდებოდნენ: თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველი ლარი სამირესი, კომპანია „პეპსის“ ხელმძღვანელი ინდირა ნუი და აშშ–ის წარმომადგენელი გაერთიაენბული ერების ორგანიზაცაში სუზან რაისი.
მსოფლიო ბანკის დაარსებიდან დღემდე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამ ორგანიზაციის პრეზიდენტად აშშ–ის მოქალაქეებს ირჩევენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელად კი ევროკავშირის მოქალაქეებს.
განვითარებული ქვეყნები მუდმივად აკრიტიკებდნენ ამ ტრადიციას. ხოლო ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთის და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელმძღვანელები მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე საერთო კანდიდატის დასახელებას აპირებდნენ.
მსოფლიო ბანკი და სერთაშორისო სავალუტო ფონდი ბრენტონ–ვუდსის კონფერენციაზე 1944 წელს შეიქმნა. ამ ინსტიტუტების პირველადი ფუნქცია ომის შემდგომ პერიოდში საერთაშორისო ვაჭრობის მართვა იყო.




