ეკონომიკა

ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის გამტარობა შემცირდა

10 აპრილი, 2012 •
ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის გამტარობა შემცირდა

ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენით 2012 წლის იანვარ–მარტში 7 928 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი გადაიზიდა. აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრესსამსახურის ცნობით, ეს მაჩვენებელი 2011 წელს იანვარ–მარტში  ნავთობსადენში გატარებული ნედლი ნავთობის მაჩვენებელზე 7,8 პროცენტით ნაკლებია. 

ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენით აზერბაიჯანული ნედლი ნავთობის გადაზიდვა 2006 წლის 1 აპრილიდან დაიწყო. ამ დრომდე ნავთობსადენით გადაზიდულია და ექსპორტზე გატანილია 183 705 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი.   

მასალების გადაბეჭდვის წესი