ეკონომიკა

საქართველოში საწვავი მეოთხედ გაძვირდა

3 აპრილი, 2012 • 1315
საქართველოში საწვავი მეოთხედ გაძვირდა

2012 წლის 3 აპრილს საქართველოში საწვავი მეოთხედ,  5 თეთრით გაძვირდა.

კომპანია „ვისოლის“ ქსელში საწვავის ფასის 5– თეთრიანი ზრდა დღეს დაფიქსირდა. საწვავზე ფასი 5 თეთრით გაზარდა აზერბაიჯანულმა ნავთობკომპანია „სოკარმაც“. 

ამ კომპანიების ქსელში ყველაზე მოთხოვნადი რეგულარის მარკის ბენზინის ფასი 2,40 თეთრია. 2012 წლის იანვარში საწვავის ფასი 2, 20 თეთრს შეადგენდა. დიზელის საწვავის ფასი 2,50 ლარია.

კვირის დასაწყისში საწვავის ფასი სომხეთში 4 პროცენტით გაიზარდა. რეგულარის ტიპის საწვავი ერევანში 480 დრამი (1,13 აშშ დოლარი) ღირს. გაძვირდა დიზელის საწვავიც. სომხეთში საწვავის გაძვირებას ქვეყანაში ირანელი ტურისტების ნაკადის შემცირებას უკავშირებენ.

მსოფლიოში ყველაზე იაფი საწვავი ვენესუელაში ღირს და 5 ცენტს უტოლდება. მეორე ადგილზეა ლიბია, სადაც ერთი ლიტრის ფასი 0,14 დოლარია.  მესამე ადგილზეა თურქმენეთი. ამ ქვეყანაში საწვავის ფასი  0,19 დოლარია.

Csmonitor.com –ის კვლევით, შედგენილია იმ ქევყნების ათეული, სადაც საწვავის ფასი ყველაზე დაბალია. ბაჰრეინში 1 ლიტრი ბენზინი 0,21 აშშ დოლარი ღირს. ყატარში– 0,24 დოლარი, საუდის არაბეთში –0,30 დოლრი, ეგვიპტეში– 0,30 დოლარი, ომანში –0,32 დოლარი, ალჟირში –0,32 დოლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი