“ბუდა ბარი” რიყეზე გუშინ საღამოს გაიხსნა.  ბარისთვის საფრანგეთიდან ბუდას ქანდაკებაც ჩამოიტანეს, რომელიც ბარის ცენტრშია განთავსებული. ”ბუდა ბარი” მომხარებლებს ოფიციალურად 29 მარტიდან მიიღებს  და მათ აზიურ და ევროპულ სამზარეულოს შესთავაზებს.“ბუდა ბარი”  რიყეზე 1400 კავდრატული მეტრის ტერიტორიაზეა განთავსებული და სამას ადამიანზეა გათვლილი. თბილისში ბარის გახსნის შესახებ შეთანხმებას ხელი პარიზში  2010 წლის ნოემბერში მოეწერა. პროექტს  კომპანია ,,ენტერ–ტასი“ ახორციელებს.

თბილისში „ბუდა ბარის“ გახსნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2009 წლის  ბოლოს განაცხადა.

ინფორმაციის გავრცელებისთანავე „ბუდა–ბარის“ შესაძლო გახსნა  სოციალურ ქსელებში გაკეთებული განცხადებებით  მართლმადიდებლებმა გააპროტესტეს.  2010 წელს ამ ფაქტს საქართველოს პატრიარქიც გამოეხმაურა, მისი თქმით, რიყეს მოედნის მიმდებარე ტერიტორია წმინდა ადგილია და იქ მსგავსი ბარის გახსნა დაუშვებელია.
.
“ბუდა ბარი” პირველად 15 წლის წინათ, 1996 წელს, საფრანგეთის დედაქალაქში პარიზში გაიხსნა. ბარები მონტე-კარლოში, ლონდონში, სან-პაულუში, პრაღაში, დუბაიში და ვაშინგტონში გართობისა და დასვენების ლუქს-კლასის კატეგორიას განეკუთვნება. დიზაინს ბარისათვის ფრანგი არქიტექტორები ამუშავებენ. მენიუს ასევე პარიზელი შეფმზარეული ადგენს და ექსკლუზიურ მუსიკას “ბუდა ბარის” დიჯეები უზრუნველყოფენ. მათ უკვე რამდენიმე ათეული ალბომი ჩაწერეს.
მუსიკის ჟანრი ძირითადად არის ლაუნჯი და ჩილაუტი.

ბუდიზმი რელიგია, პრაქტიკული ფილოსოფია და ფსიქოლოგიაა, რომელიც ინდოთიდან ძვ.წ.VI-V საუკუნეებიდან მომდინარეობს, მას მსოფლიოში 708 მილიონი მიმდევარი ყავს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *