27 მარტს, 13 საათზე თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე, საჰაერო ტვირთებისათვის ახალი გაფორმების ეკონომიკური ზონა გაიხსნება. ზონას ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე და შემოსავლების სამსახურის უფროსი ჯაბა ებანოიძე გახსნიან.
როგორც „ნეტგაზეთს“ ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, “გეზი” საჰაერო ტვირთებისათვის გაფორმებას კიდევ უფრო გაამარტივებს.
ქვეყანაში ამ დროისათვის სამი “გეზი” ფუნქციონირებს, რომლებიც თბილისში, ფოთსა და ბათუმშია განლაგებული.
“გეზში” სტანდარტული პროცედურა საშუალოდ 15 წუთია, წითელი დერეფნის შემთხვევაში – საშუალოდ 45 წუთი, მწვანე დერეფნის შემთხვევაში – საშუალოდ 5 წუთი (საპასპორტო მონაცემების რეგისტრაცია და გაფორმების პროცედურები).
“გეზში” შესაძლებელია ერთდროულად ნებისმიერი რაოდენობის იმპორტიორის მომსახურება კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში. ტვირთის გაფორმებისას იმპორტიორს აღარ უწევს ძვირადღირებული ბროკერისა და დეკლარატის დაქირავება.




