ეკონომიკა

Standard & Poor’s–ის პროგნოზი საქართველოს მშპ–ს შესახებ

26 მარტი, 2012 •
Standard & Poor’s–ის პროგნოზი საქართველოს მშპ–ს შესახებ

კომპანია Standard & Poor’s-მა დამოუკიდებელი თანამეგობრობის სივრცის ხუთი ქვეყნისათვის 2011 წლის ბოლოს მინიჭებული სუვერენული რეიტინგები შეაფასა.

სააგენტოს ანალიტიკოსების მიერ მომზადებულ პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დაბალია, თუმცა  ქვეყნას ბელორუსთან და უკრაინასთან შედარებით უფრო მაღალი საკრედიტო რეიტინგი აქვს.

საქართველოში მშპ–ს ზრდამ ერთ სულ მოსახლეზე 2007 წელს 13 პროცენტი შეადგინა. 2008 წელს ეს მაჩვენებელი 4 პროცენტამდე დაეცა. 2009 წელს კი მშპ–ს კლებამ –2,5 პროცენტი შეადგინა. 2010–11 წელს მშპ 7 პროცენტამდე გაიზარდა. Standard & Poor’s–ი 2012 წელს  საქართველოსთვის მშპ–ს ზრდას 6 პროცენტამდე პროგნოზირებს.

Standard & Poor’s – ის შეფასებით, საქართველო  ნელა, მაგრამ თანდათან აწესრიგებს ურთიერთობას რუსეთის ფედერაციასთან. ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ინსტიტუტები ვითარდება, რაც ქვეყნის პოლიტიკურ რისკებს ამცირებს.

Standard & Poor’s–მა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენული რეიტინგი 2011 წლის 23 დეკემბერს BB+  პოზიტიურიდან BBB- სტაბილურობამდე გაზარდა.  ბელორუსის რეიტინგი  2011 წლის სექტემბერში B ნეგატიური B –  ით შეცვალა. საქართველოს ახალი რეიტინგი კომპანიამ 2011 წლის 22 ნოემბერს განუსაზღვრა და B+ პოზიტიურიდან BB– სტაბილურობამდე აუმაღლა.

Standard & Poor’s–ის მონაცემით, ყაზახეთის სუვერენული რეიტინგი 2011 წლის 7 ნოემბერს BBB – სტაბილურიდან BBB+ -მდე აუმაღლდა. უკრაინას რეიტინგი 2012 წლის 15 მარტს  B+ სტაბილურიდან  B  ნეგატიურამდე დაუდაბლდა.

კომპანია Standard & Poor’s –ის ანალიტიკოსების შეფასებით, ყაზახეთის და აზერბაიჯანის რეიტინგები საინვესტიციო კატეგორიას მიეკუთვნება. საქართველო, ბელარუსი და უკრაინა ახორციელებენ ნავთობის და გაზის იმპორტს, ამიტომ ამ ქვეყნების რეიტინგი არასაინვესტიციოა.

სააგენტოს პროგნოზით, 2012 წელს აზერბაიჯანის მთლიანი შიდა პრდუქტის ზრდა 4 პროცენტია, ბელორუსის – 0, ყაზახეთის –7 პროცენტი, ხოლო უკრაინის– 4,5 პროცენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი