ეკონომიკა

თიბისი ბანკის ახალი ნომინაცია

22 მარტი, 2012 •
თიბისი ბანკის ახალი ნომინაცია

ჟურნალმა Global Finance  2012 წლის გამარჯვებული ბანკების სია გამოაქვეყნა. საქართველოში საუკეთესო ბანკის ნომინაციაში გამარჯვებულად  თიბისი ბანკი დასახელდა.

გამარჯვებული ბანკების დასახელება მოიცავდა შემდეგ კრიტერიუმებს:  აქტივების ზრდას, მომგებიანობას, ბანკის სტრატეგიას, მომსახურების ხარისხს და ინოვაციურ პროდუქტებს.

თიბისი ბანკთან ერთად ამ ნომინაციაში გაიმარჯვეს: Deutsche Bank (გერმანია), Rabobank (ირლანდია), Santander (ესპანეთი), Credit Suisse (შვეიცარია), KBC (ბელგია), Raiffeisen Bank International (ავსტრია), UniCredit Bank (რუსეთი), International Bank of Azerbaijan (აზერბაიჯანი).

საერთაშორისო ექსპერტებთან და კონსულტანტებთან ერთად, Global Finance  წამყვან ბანკებს აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში 19 წელია იკვლევს. 2012 წელს საუკეთესო ბანკები მსოფლიოს მაშტაბით 21 ქვეყნიდან დასახელდა.

„დღევანდელ კონკურენტულ გარემოში მომხმარებლები ითხოვენ მაქსიმალურ კომპეტენციას პარტნიორი ბანკებისგან, ჩვენი კვლევის შედეგად ვარჩევთ ბანკებს, რომლებიც საკუთარ მომხმარებელს ყველაზე კომპეტენტურ სერვისს სთავაზობენ“ _ამბობს Joseph Giarraputo, ჟურნალის Global Finance რედაქტორი.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ასეთი პრესტიჟული ჯილდო მივიღეთ.  ეს გვაძლევს მოტივაციას, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები საქართველოსა და მთელს რეგიონში“_ აცხადებს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი