ეკონომიკა

დასაქმების ახალი არითმეტიკა

20 მარტი, 2012 •
დასაქმების ახალი არითმეტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ 2012 წელს ქვეყანაში მოსახლეობა ძირითადად ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის სექტორში დასაქმდება.

„ინფრაქტრუქტურის პროექტებში ქვეყანაში 30 ათასი ადამიანი დასაქმდება. ჰიდროენერგეტიკის სექტორში კი, ახალი ჰესების მშენებლობაზე 13 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება“ –განაცხადა ნიკა გილაურმა.

მისი თქმით, საქართველოში 10 ახალი ჰესის მშენებლობა, რომელიც ამ დროისთვის უკვე დაწყებულია, 2015 წელს დასრულდება. სულ ჰიდროენერგეტიკაში 2,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

რაც შეეხება ინდრასტრუქტურის პროექტებს, პრემიერის ინფორმაციით, შენდება ყარსი–ახალქალაქის რკინიგზა, თბილისის შემოვლითი რკინიგზა და ხორციელდება ბათუმის მოდერნიზაციის პროექტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი