საქართველოს პრემიერ–მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, 2012 წელს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის სექტორი იქნება. პრემიერის პროგნოზით, 2015 წელს სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის წარმოება გაორმაგდება.
ნიკა გილაურის განცხადებით, ქვეყანაში მექანიზაციის დონე დაბალია. ამ სექტორის გასააქტიურებლად მთავრობის ინიციატივით, რეგიონებში მექანიზაციის 12 ცენტრი შეიქმნება: „მექანიზაციის 12 ცენტრი აღიჭურვება 500 ტრაქტორით, 50 კომბაინით, 30 სპეცტექნიკით და 1470 ერთეული გუთანით. მექანიზაციის 12 ცენტრიდან 6 მოსავლიანობის ფუნქცია დაეკირება“–აცხადებს ნიკა გილაური.
მისი თქმით, იმ ცენტრებში, რომლებსაც მექანიზაციის გარდა მოსავლანობის ფუქციაც ექნებათ, გლეხებს კონსულტაციების მიღებაც შეეძლებათ. ასევე ცენტრებში შესაძლებელი იქნება ნებისმიერი სასუქის და პესტიციდის შესყიდვა.