ეკონომიკა

ნიკა გილაური: კორუფციის დონე 0,11 პროცენტამდე შემცირდა

20 მარტი, 2012 •
ნიკა გილაური: კორუფციის დონე 0,11 პროცენტამდე შემცირდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, ქვეყანაში საგარეო ვალის მაჩვენებელი მშპ–სთან მიმართებაში მთელ მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე დაბალია, ხოლო კორუფციის მაჩვენებელი 0.11 პროცენტამდე შემცირდა.

„2011 წელს საქართველოს საგერეო ვალი მშპ–სთან მიმართებაში 31 პროცენტი იყო. 2012 წელს ეს მაჩვენებელი 30 პროცენტს ჩამოსცდება. ბიუჯეტიდან საგარეო ვალის მომსახურებაზე  ყოველ წელს მთლიანი ვალის 2 პროცენტი იხარჯება, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია “ – განაცხადა ნიკა გილაურმა.

პრემიერის შეფასებით, საქართველოს ორმა სარეიტინგო კომპანიამ 2011 წლის ბოლოს რეიტინგი აიმაღლა მაშინ, როცა 50 ქვეყნის  სარეიტინგო მაჩვენებელი შემცირდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გაცხადებით, საერთაშორისო საფინანასო კორპორაციის კვლევის შედეგად ქვეყანაში კორუფციის დონე 0,11 პროცენტამდე შემცირდა.

„საერთაშორისო საფინანასო კორპორაციამ ასზე მეტი კომპანია გამოკითხა. კითხვაზე, გქონდათ თუ არა კორუფციასთან შეხება, კომპანიების მხოლოდ 0, 11–მა პროცენტმა გასცა დადებითი პასუხი. კორპორაციის მიერ გამოკითხული კომპანიების 91 პროცენტი აცხადებს, რომ საქართველოში ბიზნესი დაცულია. ამ კითხვაზე უარყოფითად მხოლოდ 9 პროცენტი პასუხობს“–აცხადებს ნიკა გილაური.

პრემიერის ინფორმაციით, 2011 წლის 12 თვეში ქვეყანაში არც ერთი საწარმო არ დალუქულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი