სომხეთის ავიაციის ბაზრის მონოპოილისტი კომპანია „არმავია“ გაკოტრების პროცედურების დასაწყებად ემზადება. ავიაგადამზიდავს პრობლემები არგენტინულ კომპანიასთან შეექმნა, რომელიც ერევნის აეროპორტს მართავს.
ერევნის აეროპორტის მართვაში 30 წლით „აეროპორტოს არხენტინა 2000“ 2001 წელს შევიდა.
„არმავიას“ აქვს დავალიანება რუსული ავიაგადამზიდის „სიბირის“ წინაშეც.
კომპანიის ვალი ამ დროისათვის 2 მილიონი დოლარია. 2012 წლის 6 მარტს „არმავიას“ ვალი გახდა იმის მიზეზი, რომ კომპანას რუსეთის მიმართულებით ფრენები აეკრძალა. სომხეთის ავიაგადამზიდავს ასევე დავალიანება აქვს „საჰერო კორპორაციის“ წინაშე. მისი ვალი 178 ათასი დოლარია.
2011 წლის მონაცემებით, „არმავიამ“ 102 რეისი მსოფლიოს 20 ქვეყანაში 35 მიმართულებით შეასრულა. სომხეთში დაფრინავს კიდევ ერთი ავიაკომპანია –„ეარ არმენია“, რომელიც VIP სეგმენტს ემსახურება.