ეკონომიკა

„ვიმპელკომმა“ 386 მილიონი დოლარით იზარალა

14 მარტი, 2012 •
„ვიმპელკომმა“  386 მილიონი დოლარით იზარალა

კომპანია „ვიმპელკომი“, რომელიც მსოფლიოს კომუნიკაციის ბაზარზე  დაფარვის ზონით მეექვსე პოზიციაზეა და „ბილაინის“ ბრენდის ქვეშ საქმიანობს, ზარალზე გავიდა.

2011 წლის მეოთხე კვარტალის მონაცემებით,კომპანიის ფინანსურმა დანაკარგებმა 386 მილიონი დოლარი შეადგინა. მისი მოგების მაჩვენებელი 2011 წელს მხოლოდ 461 მილიონი დოლარი იყო.

გასულ წელს, ჯამში, „ვიმპელკომმა“ 488 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. რაც 2010 წლის მაჩვენებელზე 71 პროცენტით ნაკლებია.

გასულ წელს კომპანიამ აქცენტი გაყიდვებზე გააკეთაა. ბოლო კვარტალში გაყიდვების მაჩვენებელი 5 პროცენტით გაიზარდა.

„ვიმპელკომის“  გენერალური დიერქტორის ჯო ლუნდერის განცხადებით, კომპანიამ რუსეთის ბაზარზე თავისი წილის ზრდა მოახერხა.

ოპერატორის საქმიანობა ასევე წარმატებული იყო უკრაინაში, აფრიკისა და აზიის ბაზარზე. 2011 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, ვიმპელკომს რუსეთში 57 მილიონი აბონენტი ჰყავდა. 2010 წლის მონცემებით, ეს მაჩვენებელი 52 მილიონ დოლარს გაუტოლდა. ვიმპელკომი “ბილაინის” ბრენდით საქართველოს ბაზარზე საქმიანობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი