ეკონომიკა

TAV ჰოლდინგის 38 პროცენტი 874 მილონ დოლარად გაიყიდა

13 მარტი, 2012 •
TAV ჰოლდინგის 38 პროცენტი  874 მილონ დოლარად გაიყიდა

საფრანგეთის აეროპორტების ოპერატორმა კომპანია Aeroports de Paris (ADP)-მა  TAV Havalimanlari Holding A.S-ის აქციების 38%-ის შეძენაზე შეთანხმებას მიაღწია.

კომპანია Aeroports de Paris (ADP)  აეროკვანძების მმართველია სტამბულის ათა თურქის სახელობის აეროპორტში და თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში. „ფრანც პრესის“ ცნობით, კომპანია  Aeroports de Paris-ის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ გარიგების ოდენობა 874 მილიონ დოლარს (667 მილიონ ევროს) შეადგენს.
“ფრანც პრესის“ ცნობით, TAV Havalimanlari-ის აქციები ძირითადმა  აქციონერმა ფირმებმა გაყიდეს. ესენია: Akfen Holding AS, Tepe Holding AS და Sera Yapi Endustrisi & Ticaret AS.

ამის გარდა,  Aeroports de Paris-ი შეიძენს TAV Yatirim Holding-ის აქციების 49 პროცენტს, რომელიც წარმოადგენს  TAV Havalimanlari Holding A.S-ის სამშენებლო ქვედანაყოფს.
როგორც სააგენტო ”ფრანს-პრესი” აღნიშნავს, გარიგების შედეგად ორივე ჯგუფის პირდაპირი და ირიბი კონტროლის ქვეშ მოექცევა 37 აეროკვანძი მთელ მსოფლიოში, წელიწადში 180 მილიონიანი მგზავრთა ნაკადით.

TAV holding-ი მართავს აეროპორტებს თურქეთში, საქართველოში, საუდის არაბეთში, ტუნისში, ლატვიაში და  მაკედონიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი