ეკონომიკა

ევრაზიის საბაჟო კავშირი ფართოვდება

13 მარტი, 2012 •
ევრაზიის საბაჟო კავშირი ფართოვდება

ევრაზიის ეკონომიკურმა კომისიამ  საბაჟო კავშირში შესვლის შესახებ ყირგიზეთის მთავრობის მიერ წარდგენილი განცხადების განხილვა დაიწყო. ამ საკითხთან დაკავშირებით შეიქმნება მუშა ჯგუფი, როემლიც კონკრეტულ თემას განიხილავს.

ოფიციალურმა ბიშკეკმა საბაჟო კავშირში შესვლის შესახებ პირველი განაცხადი 2011 წლის გაზაფხულზე გააკეთა. კავშირში გასაწევრიანებლად  ქვეყანამ ნაციონალური წარმოება უნდა აღადგინოს, რადგან ქვეყანაში ძირითადად ჩინური პროდუქციის რეექსპორტი ხორციელდება.

ყირგიზეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია, ამიტომ ქვეყანამ ევრაზიის საბაჟო კავშირში შესვლის საკითხი ამ ორგანიზაციასთან უნდა შეათანხმოს.

ევრაზიის საბაჟო კავშირში რუსეთი, ყაზახეთი და ბელორუსია გაწევრიანებული. კავშირი 2010 წლიდან ფუნქციონირებს.  საბაჟო კავშირის მიზანია, მოკავშირე ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობები გამარტივდეს და  საბაჟო განაკვეთებისაგან გათავისუფლდეს.  2012 წლის 1 იანვრიდან ევრაზიის საბაჟო კავშირის ეგიდით ამოქმედდა ერთიანი ეკონომიკური სივრცე, რომელიც კავშირის წევრ ქვეყნებზე ვრცელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი