ეკონომიკა

ნავთობი გაძვირებას განაგრძობს

12 მარტი, 2012 •
ნავთობი გაძვირებას განაგრძობს

გასულ კვირას აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა, რომელიც თურქეთის პორტ ჯეიჰანში, საქართველოს ბათუმის პორტსა და სუფსის ტერმინალში იყიდება, ერთ ბარელზე 127,32 დოლარი შეადგინა. აღნიშნული ფასი 0.15 დოლარით მაღალია თვის დასაწყისში დაფიქსირებულ მონაცემზე.

აზერბაიჯანული ნავთობის მაქსიმალურმა ფასმა 6–9 მარტს ბარელზე 129, 06 დოლარი შეადგინა.

„ბრენტის“ მარკის ნავთობზე, გასულ კვირას საშუალო ფასმა ბარელზე 126,34 დოლარი შედგინა, რაც თვის დასაწყისის მაჩვენებელს 1,33 დოლარით აღემატება. გასულ კვირას მაქსიმალური ფასი ბრენტის ტიპის ერთ ბარელ ნავთობზე 128,17 დოლარი იყო, მინიმალური კი 124,65 დოლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი