ეკონომიკა

პლანეტის 100 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის ივანიშვილი ვერ მოხვდა

8 მარტი, 2012 • • 6984
პლანეტის 100 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის ივანიშვილი ვერ მოხვდა

კარლოს სლიმი
კარლოს სლიმი

მექსიკელი მაგნატი, კარლოს სლიმი, პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიის სათავეშია, წერს „ფორბსის“ ამერიკული გამოცემა. ჟურნალის ინფორმაციით, მექსიკელი მილიარდერის პირადი ქონება(ფული ტელეკომუნიკაციების ბიზნესით იშოვა) 69 მილიარდი აშშ დოლარია. მეორე ადგილზეა „მაიკროსოფტის“ მფლობელი ბილ გეიტსი 61$ მილიარდით, შემდეგ კი უორენ ბაფეტი – 44$ მილიარდით.

პლანეტის მილიარდერთა ოცეულში უოლტონების ოჯახის ოთხი მემკვიდრეა. ეს ოჯახი ამერიკაში „ვოლ–მარტ“–ის სუპერმარკეტების   ქსელს ფლობს. ამ კომპანიის მსყიდველობითი კაპიტალი 95,4 მილიარდი აშშ დოლარია.

მეტალურგიის მაგნატის, ინდოელი მილიარდერის, ლაკშიმ მიტალის კაპიტალი ბოლო ერთი წლის მანძილზე შემცირდა. მან დატოვა პლანეტის მილიარდერთა ათეული და 21–ე ადგილზე გადაინაცვლა. 22–ე ადგილზეა ჯორჯ სოროსი. მისი ქონება 20$ მილიარდად არის შეფასებული.

საძიებო სისტემის „Google-ის“ დამაარსებლები, სერგეი ბრინი და ლარი პეიჯი, 24–ე ადგილს იყოფენ. მათი კაპიტალის მოცულობა 18,7$ მილიარდია. სოციალური ქსელის „ფეისბუკის“ დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი კი პლანეტის უმდიდრესი ადამინების სიაში 17,5$ მილიარდით 35–ე ადგილზეა. უმდიდრესი ადამიანების ასეულში რუსეთის 13 მოქალაქე მოხვდა. ალისერ უსმანოვმა, რომელიც კომპანია „მეტალოინვესტს“ ფლობს, 28-ე ადგილი დაიკავა. მისი კაპიტალი 18,1$ მილიარდია. კამჩატკის გუბერნატორი რომან აბრამოვიჩი 68-ე ადგილზეა და მისი კაპიტალი 12,1$ მილიარდს შეადგენს.

საფრანგეთის მოქალაქე, ყველაზე მდიდარი ქართველი – ბიძინა ივანიშვილი ”ფორბსის” მილიარდერთა ასეულში ვერ მოხვდა. მილიარდერთა ასეულს ასრულებს დიმიტრი რიბოლოვლევი 9$ მილიარდით. ივანიშვილი კი თავისი 6.4$ მილიარდით საქართველოში პირველია, საფრანგეთში – მეექვსე, მსოფლიოში კი – 153-ე.

ამავე თემაზე:

ივანიშვილის ქონება 900 მილიონით გაიზარდა


მასალების გადაბეჭდვის წესი