ეკონომიკა

„აირზენამ“ თანამშრომლები უფასო შვებულებაში გაუშვა

5 მარტი, 2012 • 1032
„აირზენამ“ თანამშრომლები უფასო შვებულებაში გაუშვა

ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებმა“(აირზენა) თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვა. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ადასტურებს, რომ ავიაკომპანიას გარვეული ფინანსური სიძნელეები აქვს.

„ჩვენ შევაჩრეთ რეისები პარიზის მიმართულებით, სიხშირეები შევამცირეთ ამსტერდამზე, კვირაში სამჯერ დავფრინავდით და  ახლა ეს რეისი კვირაში ერთხელ სრულდება“ – ამბობს ნინო გიორგობიანი.

მისი თქმით, ამსტერდამის რეისი მაისამდეა შენარჩუნებული, შემდეგ კი გადაწყვეტილებას კომპანიის მენეჯმენტი მიიღებს.

პარიზისა და ამსტერდამის მიმართულებით ფრენების შეწყვეტას კომპანიის მენეჯმენტი დაბალ დატვირთვას უკავშირებს: „ ამ მიმართულებებზე მგზავრთა ნაკადი შემცირდა. რეისების შეჩერება ბუნებრივად ეხება  ფინანასურ საკითხებს. როცა ცოტა რეისებია, კომპანია ფინანსურად ზარალდება“ –ამბობს ნინო გიორგობიანი.

ფინანსური პრობლემების მიუხედავად, კომპანის მენეჯმენტში ცვლილებები  არ იგეგმება და არც წილის გასხვისებაა მოსალოდნელი.

ავიაკომპანიაში არსებული ფინანასური პრობლემების შესახებ განცხადება პრეზიდენტის პარლამენტში ვიზიტის დროს ქრისტიან– დემოკრატიული პარტიის წევრმა, პარლამენტარმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა გააკეთა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი