მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში საანგარიშო გამოსვლისას საქართველოში საირიგაციო სისტემის განივითრების პროექტის დაწყების შესახებ განაცხადა.
„პროგრამის ფარგლებში გასარწყავდება 18 ათასი ჰექტარი, ხოლო 3 ათასი 800 ჰექტარზე სადრენაჟე სისტემების სრული რეაბილიტაცია მოხდება“– განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის შეფასებით, ირიგაციის გარდა, წარმატებულ ფერმერთა წრის გაფართოებას ხელს უშლის მექანიზაციის დღეს არსებული არასაკმარისი მასშტაბები. თანამედროვე სოფელი ვერ განვითარდება მაღალი დონის მექანიზაციის გარეშე.
„2012 წელს გაიხსნება მექანიზაციის 12 ცენტრი, რომელთა ძირითადი მიზანი იქნება სოფლის მოსახლეობის მომსახურება და მათი ინფორმირებულობა სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხსა და საჭიროებაზე. უახლოესი 3 კვირის განმავლობაში ჩვენ შევიძენთ 250 ახალ ტრაქტორსა და 400 მისაბმელ აგრეგატს“ –განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, 2012 წლის პირველ ივნისამდე მექნიზაციის ყველა ცენტრი, ჯამში, აღჭურვილი იქნება 563 ერთეული ტრაქტორით, 50 ერთეული კომბაინით, 22 ერთეული სპეცტექნიკით და 1470 ერთეული გუთანითა და ტრაქტორზე მისაბმელი სხვა ტექნიკით. ყველაფერი ადვილად ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული ფერმერებისათვის – ისევე, როგორც ხელმისაწვდომი იქნება მექანიზატორების კონსულტაციები და დახმარება.