ეკონომიკა

AJARA TEXTILE-მა 5 მილიონ 464 ათასი ლარის ექსპორტი განახორციელა

27 თებერვალი, 2012 •
AJARA TEXTILE-მა  5 მილიონ 464 ათასი ლარის ექსპორტი განახორციელა

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრმა კომპანიამ  AJARA TEXTILE-მა 2008 წელს ქობულეთში 6 მილიონი ლარის ინვესტიცია ტექსტილის თანამედროვე საწარმოს მშენებლობაში ჩადო და 500 ადამიანი დაასაქმა. კომპანია  ექსპორტზე მუშაობს – PUMA-ს  შეკვეთებს ასრულებს და მხოლოდ მაისურებსა და შორტებს ამზადებს.

AJARA TEXTILE-ს ფინანსური მენეჯერის, გია ლომინაძის ინფორამციით,   ”გასული წლის შედეგებით, კომპანიამ 5 მილიონ 464 ათასი ლარის ექსპორტი განახორციელა და საერთო ჯამში დაახლოებით 2 მლნ. 120 ათასი ცალი მაისური და შორტი შეკერა. 2010 წელს კომპანიის მიერ განხორციელებული ექსპორტის მოცულობამ 5 მილიონ 217 ათასი ლარი შეადგინა. რაც შეეხება კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს, გასულ წელს AJARA TEXTILE-ს მოგებამ დაახლოებით 410 ათასი ლარი შეადგინა, რადგანაც კომპანიამ მიღებული შემოსავლები რეინვესტირებაში ჩადო.”

AJARA TEXTILE-მ მსოფლიოში კიდევ ერთი ცნობილი ბრენდის, ,,ადიდასის” შეკვეთების შესრულებაც დაიწყო.  დამზადებული პროდუქციის ექსპორტზე გატანა კომპანიამ მიმდინარე წლიდან დაიწყო.  შეკერილი სამოსი- მაისურები და შორტები, მთლიანად დამკვეთს ეგზავნება, რომელიც სარეალიზაციო არეალს თავად განსაზღვრავს.

მსუბუქი მრეწველობის ერთ-ერთი სექტორი –  ტექსტილი აჭარაში კარგად არის განვითარებული. ამ ეტაპზე რეგიონის სხვადასხვა რაიონში კომპანიები: AJARA TEXTILE, Batumi tex, BTM TEXTILE, Georgian Tekstil ოპერირებენ და წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე გააქვთ, წარწერით “დამზადებულია საქართველოში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი