ეკონომიკა

თურქეთი პოზიციას ინარჩუნებს

27 თებერვალი, 2012 •
თურქეთი პოზიციას ინარჩუნებს

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი, 2012 წლის იანვრის მონაცემებით, ისევ თურქეთია. “საქსტატის” ინფორმაციით, თურქეთთან სავაჭრო ბრუნვამ გასულ თვეში 90 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სავაჭრო პარტნიორთა სამეულში აზერბაიჯანი და გერმანია შედიან, რომლებთანაც სავაჭრო ბრუნვამ, შესაბამისად, 84 მლნ და 54 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სავაჭრო პარტნიორთა სამეულში იანვარში უკრაინა გერმანიამ ჩაანაცვლა.
საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა სიაში რუსეთი მეშვიდე ადგილზეა. რუსეთთან სავაჭრო ბრუნვამ 2012 წლის იანვარში 30 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი