სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა და 32 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი მთელი ექსპორტის 20 პროცენტია.
თხილის ექსპორტმა პოზიციურად მეშვიდედან მეორე ადგილზე გადაინაცვლა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით) და 15 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მისმა წილმა მთლიან ექსპორტში – 9 პროცენტი. მესამე ადგილზე ფეროშენადნობების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 12 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2012 წლის იანვარში კვლავ ნავთობი და ნავთობპროდუქტები რჩება, რომლის იმპორტმა 55 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 11 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 47 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 10 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადების ჯგუფი დარჩა 31 მლნ. აშშ დოლარით