ეკონომიკა

ქართული ბალი და ჩურჩხელა ექსპორტზე

27 თებერვალი, 2012 •
ქართული  ბალი   და ჩურჩხელა ექსპორტზე

საქართველოში მოყვანილ ბალზე მოთხოვნა იზრდება.

„საქსტატის”  ინფორმაციით, 2011 წელს საქართველოდან 177,1 ტონა ბალის ექსპორტი მოხდა. მაშინ, როდესაც 2010 წელს საქართველოდან 34,6 ტონა ბალი იყო ექსპორტირებული. სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2011 წელს 2010 წელთან შედარებით ექსპორტის მოცულობა 142,5 %-ით გაიზარდა.  2011 წელს საქართველოდან 122,7 ათასი დოლარის ღირებულების ბალია გატანილი, ხოლო 2010 წელს –11,8 ათასი დოლარის ღირებულების ბალი. ექსპორტის ზრდასთან ერთად, 2011 წელს ქართული ბალის საექსპორტო არეალიც გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  ინფორმაციით, 2011 წელს ქართული ბალის ექსპორტი  აზერბაიჯანში, ბელორუსში და  ყაზახეთში  განხორციელდა.

საინტერესო  სტატისტიკა ფიქსირდება ქართული  ჩურჩხელას   ექსპორტთან დაკავშირებით –   2011 წელს საქართველოდან საზღვარგარეთ 36 ტონა ჩურჩხელა გავიდა, მაშინ, როდესაც 2010 წელს საქართველოდან 80 ტონა ჩურჩხელაა გატანილი. სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2011 წელს საქართველოდან ექსპორტზე 79,1 ათასი დოლარის,  2010 წელს კი 208,1 ათასი დოლარის ღირებულების ჩურჩხელა გავიდა,  . „საქსტატის”  ცნობით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართული ჩურჩხელას ექსპორტი იტალიაში, ლიტვასა და საფრანგეთშია განხორციელებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი