ლუდსახარში კონცერნი „კარლსბერგი“ ცდილობს „ბალტიკას“ 15 პროცენტი შეისყიდოს და კომპანიის 100– პროცენტიანი წილის მფლობრლი გახდეს. ამ დროისათვის „კარლსბერგ ჯგუფი“ „ბალტიკას“ 85 პროცენტს ფლობს.
კონცერნი „კარლსბერგი“, ლუდის წარმოების მოცულობის მიხედვით, მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. „ბალტიკა“ რუსული ლუდსახარში კომპანიაა და რუსეთის ათ ქალაქში ფლობს ქარხნებს. „ბალტიკას“
აქვს ლუდსახარში აზერბაიჯანშიც. რუსეთი, ლუდის მოხმარების მიხედვით, ჩინეთის, აშშ–ის და ბრაზილიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა.
2011 წელი „კარლსბერგისთვის“ წარმეტებული იყო. კონცერნის სუფთა მოგებამ 1,01 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამის მიუხედავად, „კარლსბერგის“ წილი რუსეთის ბაზრზე შემცირდა.
2011 წელს კონცერნმა შემოსავლების 29 პროცენტი აღმოსავლეთ ევროპიდან მიიღო. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ „ბალტიკას“ ყიდვის შემდეგ კონცერნის წილი რუსეთის ბაზარზე გაიზრდება. „კარლსბერგის“ მენეჯმენტი ფიქრობს, რომ „ბალტიკას“ 15 პროცენტის შესყიდვის პროცედურები 2012 წლის მაისში დასრულდება. კომპანია, სავარაუდოდ, 4,4 მილიარდ დანიურ კრონს გადაიხდის, რაც 780 მილიონი დოლარის ექვივალენტია.